"რამდენიმე საათში მომხდარი ჯადოსნური ამბავი" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი (ფოტო)
სცენარისტი და ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინფორმაციაზე წერს:
"რამდენიმე საათში მომხდარი ჯადოსნური ამბავი
თენგოს უკვე სულ ყველაფერი აქვს, რასაც ნატრობდა
დიიიიდი ახალი ტელევიზორი, რამდენიმე თვის სამყოფი ყველანაირი საკვები პროდუქტები, მაგარი ლეპტოპი, რომელიც
Alexandre Che Lordkipanidze- მ გამოუგზავნა, ექნება ტელევიზია, ულიმიტო ინტერნეტი, ერთი წელი არ გადაიხდიან გაზის და დენის გადასახადებს, ექნება ყველა საჭირო წამალი და ტანსაცმელი, წიგნები და სათამაშოები. ამის გარდა თენგოს როგორც იცით სპეციალური მოვლა ესაჭიროება და დედას გადავეცით 1800 ლარი.
დღეიდან ეყოლება დიდი მეგობრები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ თენგომ კარგად იგრძნოს თავი.
ერთ წამში შეიცვალა ყველაფერი.
ბავშვი არის დღეს უბედნიერესი, სიხარულით და სიყვარულით აქვს თვალები სავსე და ამაზე მაგარი რა უნდა მოხდეს.
ყველას სათითაოდ მილიონი მადლობა, ვინც მოგვეხმარეთ ოჯახის გაბედნიერებაში, არც კი იცით რამხელა ამბავი მოხდა.
დანარჩენი რაც ჩაგვერიცხება, ქუჩიდან შესახლებული მოხუცების ქირებს გადავიხდით.
ბედნიერი დღეა
#სიკეთეგადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქზე.