"მივხვდი, რომ ცხოვრება საერთოდ არ მცოდნია, არ მცოდნია უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა…" - ნინო ქათამაძე
მომღერალი ნინო ქათამაძე ერთ-ერთ ინტერვიუში პანდემიაზე საუბრობს და ამბობს, რომ პანდემიის მადლიერია რადგან ამ პერიოდში მიხვდა , რომ არ ცოდნია ცხოვრება და უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა…
"მე პანდემიის მადლიერი ვარ იმ კუთხით, რომ აქამდე სულ გასტროლებში ვიყავი და ახლა, ამ პერიოდში მივხვდი, რომ ცხოვრება საერთოდ არ მცოდნია. არ მცოდნია უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა…
მე დავიწყე ცხოვრება, პურის ცხობა. მივხვდი, რომ მიწაზე უნდა მევლო და დავიწყე კიდეც სიარული" , - ამბობს მომღერალი უკრაინულ გადაცემასთან “1+1”.