თეგებით ძიება

"ღმერთმა მაპატიოს ეს შედარება. უბრალოდ, მინდოდა, მეჩვენებინა, სადამდე შეიძლება დაცემა" - ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში თბილისში 9 აპრილს გამართულ აქციას ეხმაურება:

"32 წლის წინ, 9 აპრილს მერაბ კოსტავა იდგა მიკროფონთან, ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ამბობდა, რომ ეს იყო უდიდებულესი წამი ჩვენს ისტორიაში.

32 წლის მერე ,,უცნობი" იდგა მიკროფონთან, ითხოვდა ტელევიზიების გაჩუმებას და ჩალიჩობდა რამე ახალ ტენდერს.
ღმერთმა მაპატიოს ეს შედარება. უბრალოდ, მინდოდა, მეჩვენებინა, სადამდე შეიძლება დაცემა.
წადი რა, სხვა დღე მაინც აირჩიე შენი გამორჩენისთვის. ყველაფერ წმინდას როგორ ებღაუჭებიან ფულის გამო. და ვინც ამას ავალებს, ის მერე თავაწეული ილაპარაკებს 9 აპრილზე", - წერს სანაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა