"ქალს მარტო გაპრანჭვა კი არა, ნებისმიერი ძალისმიერი სამუშაო ეხერხება... რამდენი ხართ ჩემსავით? " - ხატია სიჭინავა ბოსტანში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში თავის მიზანდასახულობასა და შესაძლებლობებზე წერს:
"ქალს მარტო გაპრანჭვა კი არა, ნებისმიერი ძალისმიერი სამუშაო ეხერხება. არ არსებობს რამე ჩავიფიქრო და არ გავაკეთო. ჩემში მობილიზებულია უზარმაზარი ენერგეტიკა (ყველა ქალს გააჩნია) მთავარია სწორად წარვმართო. შრომა არანაკლებ სასიამოვნოა თავის მოვლის პროცედურებზე, როცა შენ თვითონ ქმნი, შრომობ და ამ შრომოს ნაყოფსაც ღებულობ. არ მესმის რატომ უნდა დაველოდო როდის მოიცლის ქმარი, როცა 2 ხელი და 2 ფეხი მაქვს და საკმარისი ძალა, განვახორციელო ჩაფიქრებული. მალე ჩემს პატარა ნაკვეთზე, ჩემი ოჯახისთვის სამყოფი სრულიად ჯანსაღი , შეუწამლავი ბოსტნეული მექნება. და ეს მე შევქმენი მეეე, თუნდაც ხელისგულებზე კოჟრების ფასად! მე მიყვარს ყველა გამოწვევა რასაც ცხოვრება გვაძლევს! რამდენი ხართ ჩემსავით? ", - წერს სიჭინავა ფეისბუქზე.