თეგებით ძიება

"ამაში არავინ არ მიხდის ფულს, შესაბამისად ეს ნაწყენი როჟებით მომენტები ცოტა არაადეკვატურია...თქვენი "პიარი" არაფერში მჭირდება" - სტეფანე მღებრიშვილი ჟურნალისტებს

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს მიმართავს და წერს, რომ ინტერვიუებზე უარს აცხადებს:

"დილით რომ ვიღვიძებ, მხვდება ნაცნობების, ან ისე, უცხო ჟურნალისტების მოწერილები ინტერვიუს თაობაზე.
ადრე დავდიოდი ხშირად, მერე რაღაცნაირად გავყავი, ვისაც არ ვიცნობდი არ ვპასუხობდი და ნაცნობების მერიდებოდა...
ეხლა გადავწყვიტე, რომ აღარ ვუპასუხო არავის. თუ სამსახური არ მავალდებულებს, მე არსად არ დავდივარ და ვეწერები.
ეხლა არ დაიწყოთ, თავში გაქვს ავარდნილი და ჩვენ რომ არ ვიყოთ, შენ ვინ გაგიცნობდაო... მაგრამ იქნებ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გაგებით მოვეკიდოთ ამასაც.
მე ვარ 41 წლის და საკმარისად ვიარე ყველგან, სადაც შემეძლო.
თქვენ მუშაობთ კონკრეტულ გადაცემებში, ან გამომცემლობაში, სადაც ამაში გიხდიან ხელფასს.
ანუ ანაზღაურებადია თქვენი სამსახური.
მე ამაში არავინ არ მიხდის ფულს, შესაბამისად ეს ნაწყენი როჟებით მომენტები ცოტა არაადეკვატურია ...
წარმოიდგინეთ, ყველას რომ დავთანმდე, გამოდის რომ ყოველ დღე უნდა მოვემზადო და მინიმუმ სამი საათი დავკარგო დღეში არაფრის გამო... მითუმეტეს როცა პანდემიაა და ეს თქვენი "პიარი" არაფერში არ მჭირდება. კონცერტსაც ვერ ჩავატარებ.
და საერთოდ არ ვიცი ეს პანდემია შეიძლება ჩემს სფეროს ისე დაარტყამს, რომ არც ვიარსებებთ .
ვიცი ეხლა ბევრს მოგეშალათ ნერვები ამ პოსტზე, მაგრამ ჩემი ნერვები ვეღარ უძლებს ამ უხერხულობას, რომ მერიდება ყოველ დღე უარის თქმა. იქნებ ამომშალოთ სტუმრად დაპატიჟების სიიდან მინიმუმ ერთი წლით და მეც მომინდეს აქეთ თქვენთან და მომენატროთ.
მადლობას გიხდით თუ გამიგეთ", - წერს მღებრიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა