თეგებით ძიება

თამარ ჩერგოლეიშვილი - გიგას არჩევით პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს ამომრჩეველი ვეღარ ნახავს - ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, სიტყვას დაიცავს

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მეუღლის, გიგა ბოკერიას პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"გიგა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გახდა.
2018 წლიდან, ევროპულ საქართველოს თანმიმდევრულობის და საკუთარი სიტყვის პატივისცემის პრობლემა აქვს - იმდენად, რომ მეც კი მიჭირდა ლიდერშიფის ნდობა.
2020 წელს, კამპანიაში, ჩემი თვალით ვნახე მძიმე პრობლემები მენეჯმენტში - მართვაში.
დარწმუნებული ვარ, რომ გიგას არჩევით პირველი საკითხი უკვე გადაწყვეტილია - ამ პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს ამომრჩეველი ვეღარ ნახავს - ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, სიტყვას დაიცავს და ჩემთვის ეს გადამწყვეტია.
რაც შეეხება მართვას -
ესეც მოგვარდება, გამართული ბექოფისი შეიქმნება, სისტემური გადატვირთვა მოხდება, და პარტია ქვემოდან ზემოთ პრინციპით აეწყობა.
ჩვენი მხარდამჭერები უპირველეს ყოვლისა! ახლა მათი კარგად გაცნობის და დაფასების დროა - სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.
მოკლედ, საინტერესო პროცესი იწყება და მიხარია", წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა