თეგებით ძიება

ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით შაკო კუჭაშვილის სახელით გავრცელებული ინფორმაცია, სიცრუეა

სამოქალაქო აქტივისტის, შაკო კუჭაშვილის სახელით სოციალურ ქსელში ყალბი ფეისბუქ-გვერდი შეიქმნა, რომელიც ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

"დღეს პატარა სუფრასთან მოვხვდი, წინ ბიჭი ეჩურჩულება მეორე ბიჭს, ეს ღვინოს რატომ სვამსო, მეორე ბიჭი ნათესავია ჩემი და უპასუხა - რატო არ უნდა დალიოსო. თან მესმის ეს დაუსრულებელი დისკუსია და ვიცი რაშიცაა საქმე, მაგრამ არ ვიმჩნევ. ასეთია ფეიკ ნიუსის ძალა.

საუბარი იყო იმ ტექსტზე, რაც ჩემი სახელით გავრცელᲓა, თᲘთქოს მე საზღვარგარეთ ღვინოს ექსპორტს ვეწინააღმდეგები.
3 წელია აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, ვესაუბრები და ზოგჯერ ვიღებ კიდეც, პრაქტიკულად არ მაინტერესებს, როცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი შეურაცხყოფას მაყენებს, რადგან ის სხვა იდეას ემსახურება, მესმის და ვიგებ მის "პოზიციას". ცხოვრებაში პირველად გავხდი ფეიკ ნოუსის მსხვერპლი. ანუ, რაღაც არ მითქვამს და ეს ხალხი ტყუილად მაგინებს. ვაღიარებ არ ველოდი. ცხადია, არც ვწუწუნებ. პირიქით, მისწორდება ჰეითერები რომ მყავს მაგრამ, სასტიკად არ მომწონს ბრძოლის ეს მეთოდი.
ესეც ოპონენტების რაობაზე კარგად მეტყველებს.

ყველაზე მთავარი - "მითების დეტექტორის" თანამშრომლებმა ეს ფეიკნიუსი გააზიარეს და ხალხს ამის ნამდვილობაში არწმუნებდნენ, ჩემს ჩარევამდე . ეს ის კინწურაშვილის "მითების დეტექტორია" რომელიც გამუდმებით კითხულობს მორალს.

მოკლედ, მივეჩვიე იმას რომ ჩვენი, აქეთა მხარის დამცველი კაციშვილი არაა და ამ ფეიკნიუსზეც მხოლოდ გაცინება/გატარება ვამჯობინე.
მოკლედ, ვერასდროს ვერაფერს დამაკლებთ, ფარჩაკებო.
მეტიც, ასეთი ბანძი მეთოდებით ბრძოლით "მდუხავთ", - წერს კუჭაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა