"დადგა დრო, ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება გაერთიანდეს ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებისთვის" - კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინასციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
"ჩინეთის მიზანია აცრას მოსახლეობის 40% (520 მილიონი ადამიანი) ივნისის ბოლომდე და 64% (780 მილიონი ადამიანი) წლის ბოლომდე.
“უფასო ქათმის ფრთები, უფასო კვერცხები, სუპერმარკეტების ვაუჩერები და ფულადი პრიზები - ეს არის სტიმული, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესი იყენებს, რათა დაარწმუნონ მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებაში“ - წერს ვოშინგტონ პოსტი 5 აპრილის სტატიაში.
მგონი, დადგა დრო ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება გაერთიანდეს და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში მაინც გამოვიყენოთ.
მერწმუნეთ ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.