თეგებით ძიება

"ვის მოვთხოვოთ ღირსება და გმირობა, მაძღრებს?" - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ფეისბუქზე პპოსტს აქვეყნებს:

"ბევრი ახლაც თვლის, რომ სიცოცხლე თავისუფლებაზე მეტია; რომ მონობა სიკვდილს მაინც ჯობია; რომ მშიერს და მცივანს არ უნდა მოსთხოვო გმირობა და მაღალი მატერიები...
ასეა ეს?
აბა, ვის მოვთხოვოთ ღირსება და გმირობა, მაძღრებს? ფუფუნებაში მყოფ ადამიანებს?
საერთოდ არ გვინდა გმირობა და ეს იდეალები და რაღაცისთვის თავგადაკლული ბრძოლაო, ამბობენ. აბა, რა გვინდა? რა არის ადამიანის ცხოვრება?
კარგი სმა-ჭამა, კარგი სექსი, კარგი სამსახური და შაბათ-კვირას აგარაკზე სიარულია ადამიანური სიცოცხლის თვითმიზანი? ბევრი ახალი და მოდური ტანსაცმლის, სამკაულის და ავეჯის ყიდვისთვის გავჩნდით ადამიანები? ლიფტის სარკეში სელფების გადასაღებად ვცხოვრობთ? ადამიანური ბედნიერება რესტორანში ჭამა და ღამის კლუბში ძიგძიგია?
კარგია ჰედონიზმი, მაგრამ ესაა მთელი ჩვენი არსებობის მიზანი და შედეგი?
თუ მართლა გგონიათ, რომ მხოლოდ მდიდრებმა უნდა იფიქრონ, ისურვონ და იშრომონ მაღალი იდეალებისთვის და ღარიბი ადამიანის ოცნება ფულს და კაი ცხოვრებას არ უნდა სცდებოდეს?
რატომ სთხოვ ღარიბს და ჩაგრულს თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე ფიქრსო? იმიტომ რომ ადამიანია. და მხოლოდ იქამდე იქნება ადამიანი, სანამ იფიქრებს, იოცნებებს და იშრომებს თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, მაღალი მატერიებისთვის. ჭამა, ჩაცმა და კაი ცხოვრება არ აქცევს ადამიანს ადამიანად, იდეების რწმენა და ბრძოლა კი აძლევს მას ადამიანურ ღირსებას, თუნდაც საკუთარი თავის წინაშე, და აქცევს მას ადამიანად", წერს პატარაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა