"მავნებელ იდიოტებად გთვლით..." - ვისზე წერს ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით სოცილურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"არ მინდა ვინმეს ჭკუა ვასწავლო, მაგრამ: ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ვაქცინა არ გვაქვს და მინიმუმ უახლოესი სამი თვე არც გვექნება იმ რაოდენობით, რომ რამე შეცვალოს. ცირკულირებს დიდწილად ბრიტანული შტამი, რომელიც ბევრად უფრო აგრესიულად ვრცელდება და ბევრად მაღალი სიკვდილიანობა აქვს. ეკონომიკა აღარ გვაქვს. ჯანდაცვის სექტორი ისევ იქ არის, სადაც იყო ერთი წლის წინ. ანუ თუ ახალი აფეთქება დაიწყო, ერთადერთი გამოსავალი ისევ სრული ჩაკეტვა იქნება. ამის მეტი ამ ხელისუფლებამ არაფერი იცის. ხოდა, ვინც ახლა ქორწილებს, დაბადების დღეებს და ტუსოვკებს ვერ ელევით, ნიღბის ტარება გეზარებათ და მტლაშა–მტლუშს ვერ გადაეჩვიეთ, ბოდიში და მავნებელ იდიოტებად გთვლით", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, ეპიდემიოლოგების განმცხადებით, საქართველოში კოვიდპანდემიის მესამე ტალღა დაიწყო.