თეგებით ძიება

კმარა სიყალბე და აგრესია! "მთავარი არხი" "ფორმულა" - ანრი ოხანაშვილის მეუღლე

კმარა სიყალბე და აგრესია! , - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მეუღლე, მაკა ხოდელი ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს.

"ჩემი სტუდენტობის პერიოდში მამაჩემის- ამირან ხოდელის მიერ შეძენილი და აშენებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად საკუთარ სოფელში, ასევე, საოკუპაციო ხაზთან წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას - ფინანსურად საკმაოდ სარისკო, მაგრამ ნამდვილად საამაყო და საქვეყნო საქმეს ცოტა ხნის წინ "ფორმულამ" უწოდა "ოხანაშვილის ოკუპაცია". დღეს უკვე "მთავარმა არხმა" ჩემი მეუღლის- Anri Okhanashvili სადეპუტატო საქმიანობის "კომპრომატად" წარუდგინა მაყურებელს.

ყველა არ იცნობს მამაჩემს და მიზანიც ესაა, დააკავშირონ მისი ათეული წლების განმავლობაში წარმატებული საქმიანობა ანრისთან ისე, რომ არ მოიძიონ, არ გაარკვიონ, არ ახსნან!!!

არ ამართლებს ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობა ყველაფრის ფასად!!!
ასეთი მიზანმიმართული ნეგატიური კამპანიის შედეგი იყო რამდენიმე წლის წინ ბაკურიანში ჩვენი 3 მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავდასხმის მცდელობა და შემდეგ მისი

ავტორის "მსხვერპლის როლში" ტვ პირველის ეთერში მიწვევა...
კმარა სიყალბე და აგრესია!!! მთავარი არხი • Mtavari Arkhi Formula • ფორმულა", - წერს ხოდელი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა