ნამახვანჰესის კონტრაქტი შეიძლება უბრალოდ გაუქმდეს - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სულაც არ არის აუცილებელი, რომ ნამახვანჰესის პროექტის ჩაშლამ ავტომატურად გამოიწვიოს პირგასამტეხლოს გადახდა.
თუ დადგინდა, რომ გარიგება კორუფციულია, რისი ალბათობაც არსებობს, ეს კონტრაქტი შეიძლება უბრალოდ გაუქმდეს.”
შეახსენებთ, ხელშეკრულების მიხედვით, თუ პროექტი ჩაიშლება, ხელისუფლებამ კომპანიას თანხა უნდა გადაუხადოს.