"ქორწილია, გრიალი, ბორანონაჭამ ხალხს კორონა რას უზამს… ყველა მანდ მყოფი პოტენციური მკვლელია..." - მაღალმთიან აჭარაში თვალუწვდენელი სუფრა ქორწილისთვის გაიშალა
შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, მაღალმთიან აჭარაში არის გადაღებული, ერთ-ერთი ქორწილის სუფრაზე.
„ქორწილია, გრიალი, ბორანონაჭამ ხალხს კორონა რას უზამს… ზღვის დონიდან ათას მეტრზე კორონა ვერ ცოცხლობს…“
ფოტოების შეფასებისას მისი ერთ-ერთი მნახველი აღნიშნავს:
„კატასტროფაა ამხელა სუფრები. ყველა მანდ მყოფი პოტენციური მკვლელია. გერმანიაში 10 ადამიანის შეკრებაც აკრძალულია. მარაზმია, რაც საქართველოში ხდება. რა გექეიფებათ, როცა მე ახლობელი კოვიდით მიკვდება. მკვლელი ვირუსია, შეიგნეთ…“
10 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტში ხალხმრავალი ქორწილი გაიმართა - წვეულების ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა ატვირთა.