"ერთდროულად რომ გამოვიდნენ მომიტინგეები, აი ისეთი თქვენი სტანდარტით სპეცრაზმი და წყლის ჭავლიანი მანქანა რომ სჭირდება, რას შვებით?! როგორ ანაწილებთ?!.." - გოგა ხაჩიძე შსს-ს მიმართავს
ყოფილი პარლამენტარი, გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:
"მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგალითად ბათუმში, ქუთაისში, გორში, თბილისში, რუსთავში და თელავში ერთდროულად რომ გამოვიდეს თუნდაც 1000 -1000 პინციპული მომიტინგე, აი ისეთი თქვენი სტანდარტით სპეცრაზმი და წყლის ჭავლიანი მანქანა რომ სჭირდება, რას შვებით?! როგორ ანაწილებთ?!...
ალბათ დაფიქრებულხართ, რომ ხალხისგან სპეცრაზმი და პოლიცია კი არა, სინამდვილეში ამავე ხალხის აზრების და გადაწყვეტილებების თხელი ფარდები გიცავთ...", - წერს ხაჩიძე ფეისბუქზე.