„ფორსაჟის“ ვარსკვლავს აშშ-ს პრეზიდენტობა სურს
ფორსაჟის ვარსკვლავმა, დუეინ ჯონსონმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე დაწერა, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება თუ აშშ-ს პრეზიდენტად გახდომის შანსი მიეცემა.
აღნიშნული განცხადება, ჯონსონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Newsweek-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ გამოკითხვის შედეგად, ამერიკელებს 46% მზად არის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი ჯონსონს დაუჭიროს.
„არ მგონია, ჩვენს დამფუძნებელ მამებს ოდესმე წარმოედგინათ, რომ მათ კლუბს ორმეტრიანი, მელოტი, სვირინგებიანი, ნახევრად შავკანიანი, ნახევრად სამოელი, ტეკილას მსმელი და პიკაპის მფლობელი შეუერთდებოდა. მაგრამ თუ ეს ოდესმე მოხდა, ჩემთვის დიდი პატივი იქნება გემსახუროთ“,- წერს ჯონსონი.