"არ გვაქვს უფლება, უპასუხისმგებლოდ მოვეკიდოთ პანდემიას და უარი ვთქვათ პირად ჰიგიენაზე, სხვების ჯანმრთელობაზე" - გოგა ჩანადირი
ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი საქართველოში კოვიდვითარების გაუარესების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ბოლო დღეებია, საქართველოში კოვიდსტატისტიკა უარესდება. ბოლო ერთ თვეში დაინფიცირებულთა რაოდენობა პირველად გადასცდა სამნიშნა რიცხვს.
დღეს, 13 აპრილს 1374 დადასტურებული კოვიდშემთხვევაა.
მე ვხედავ, ბოლო დროს როგორ მოვეშვით, როგორ აღარ ვიცავთ სოციალურ მანძილსა და აღარ ვიკეთებთ პირბადეებს.
ისიც მესმის, რომ ერთწლიანმა შეზღუდვებმა დაგვღალა, მაგრამ კორონასთან ბრძოლა არ დასრულებულა.
მან ბევრი ადამიანი წაგვართვა, ერთმანეთზე უკეთესები. ჩვენ ახლაც ვგლოვობთ მათ დაკარგვას. არ გვაქვს უფლება, უპასუხისმგებლოდ მოვეკიდოთ პანდემიას და უარი ვთქვათ პირად ჰიგიენაზე, სხვების ჯანმრთელობაზე.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო, რომელმაც ასევე მოადუნა ყურადღება რეგულაციების მიმართ, სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდება", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.