თეგებით ძიება

"ისინიც მოძალადეები არიან!" - რუსკა მაყაშვილი დაზე ძალადობას ეხმაურება

მსახიობი რუსკა მაყაშვილი დის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ნინუცა მაყაშვილი, ყველა შენთან ერთად ვართ, შენ გვერდით, ყოჩაღ!

ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა, მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დროა გასული, ოდესმე როცა მზად იქნებით უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა!

P.S ნუ გიკვირთ, რომ მოძალადეებსაც ჰყავთ მხარდამჭერები! ისინიც მოძალადეები არიან!", - წერს რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

report.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა