თეგებით ძიება

სოფელ გუმათში წყლის ჭავლისა და სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდნენ

სოფელ გუმათში, სადაც "რიონის ხეობის მცველებსა" და პოლიციას შორის დაძაბულობაა, წყლის ჭავლისა და სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდნენ.

აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და მოითხოვენ, რომ პოლიციამ მოხსნას გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი და მისცეს მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ.

მოგვიანებით, პოლიციის უფროსმა „რიონის ხეობის მცველებს“ განუცხადა, რომ „გონივრულ ვადას“ აძლევს გზის გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „პროპორციული ძალის გამოყენებით“ დაიმუქრა.

ცნობისთვის, "რიონის ხეობის მცველებმა" დღეს საღამოს საავტომობილო გზა გადაკეტეს და კომპანია "ენკას" მანქანებს არ ატარებდნენ. გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა