თეგებით ძიება

"აღმოვჩნდით ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი" - "ფარული კონვერტის" პრუდიუსერები ია ფარულავას ძალადობაში ადანაშაულებენ და "რუსთავი 2-ს" ტოვებენ

"ფარული კონვერტის“ პროდიუსერი, ეკატერინე გვახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ია ფარულავას მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამ მიზეზით, ეკა გვახარია და მისი თანამშრომელი, ქეთი გუნცაძე გადაცემას ტოვებენ.

„ეს არის „ფარულ კონვერტში“ ჩემი და ქეთი გუნცაძის 3 წლიანი მუშაობის ბოლო აკორდი. ამ პერიოდში შევხვდით უამრავ საინტერესო სტუმარს, მოვისმინეთ მათი გულახდილი და ემოციური თავგადასავლები, შევიძინეთ მეგობრები...

ყოველთვის ვცდილობდით, სტუმრებს თავი კომფორტულად და შინაურულად ეგრძნოთ, ეთქვათ ის, რასაც აქამდე გულში ინახავდნენ და ვფიქრობ, შევძელით კიდეც და ნინუცაც ამის ნათელი მაგალითია.

სამწუხაროდ, ყველაფერ ამის შემდეგ, ჩვენ თავად აღმოვჩნდით წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლები, ამიტომაც დღეს ვემშვიდობებით „ფარულ კონვერტს“, - წერს ეკატერინე გვახარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა