დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! ჩემი თვალით ვნახე, ბესო ზანგური როგორ სცემდა შეყვარებულს უმოწყალოდ - მსახიობის ირგვლივ სკანდალი გრძელდება
მსახიობ ელენე მაცხონაშვილის თქმით, ბესო ზანგურმა ფიზიკურად შეყვარებულზე თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროსაც იძალადა.
"დიახ, ეს კაცი არის მოძალადე!
თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ. ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, "ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!", - წერს ელენე მაცხონაშვილი.