არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა - მიხეილ დაუშვილი
არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა და გადაცდომები რომელიც არსებობდა, რა თქმა უნდა უნდა მოხდეს და ხდება შესაბამისი რეაგირება - ამბობს გიორგი გახარიას თანაგუნდელი და მისი მომავალი პარტიის წევრი მიხეილ დაუშვილი "დღის სტუმარში" საუბრისას.
20 ივნისის აქციის დარბევა და შეფასება ამ მოვლენებზე, ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელიც დღეს მედიას, ყოფილი პრემიერის თანაგუნდელებთან აქვს.
კითხვაზე, ვინ გასცა დათვის ტყვიების გამოყენების ბრძანება, დაუშვილი პასუხობს:
ერთია ვინ რას ლაპარაკობს და მეორეა პირდაპირ ეთერში რაც გადაიცემოდა....
თუ იქ კარგად გავიხსენებთ რა მოხდა, 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში, მას შემდგ რაც დაიწყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე, პოლიცია პარლამენტის შენობას, საკანონმდებლო ორგანოს იცავდა აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა ამ ძალადობრივი შტურმის მოგერიება, ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ აქტიური საშუალებების გამოყენება." ამბობს დაუშვილი.
გახარიას თანაგუნდელი თვლის, რომ 20 ივნისის რამეს პოლიციამ თანაზომიერი და ლეგიტიმური ძალა გამოიყენა:
იყო გადაცდომები და ამ გადაცდომებზე პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და შესაბამისი საქმეებიც მიმდინარეობს სასამართლოში, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პროცესი იყო ლეგიტიმური და გამოყენებული ძალა იყო თანაზომიერი" ამბობს მიხეილ დაუშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".