თეგებით ძიება

მხარს ვუჭერ ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს და ვუცხადებ სოლიდარობას - მსახიობი ქეთი სვანიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ქეთი სვანიძე კოლეგას, ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს:

"ოჯახური ძალადობის ინსტიტუტი საუბედუროდ ყოველთვის იყო და არსებობდა საზოგადოებაში, უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქალებს ამის თაობაზე ღიად საუბარი უჭირთ, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია.

ძალადობის აღიარება დღეს შიშის ქვეშ არ უნდა ხდებოდეს და ამაზე ქალები ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ. მე მხარს ვუჭერ ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს და ვუცხადებ სოლიდარობას... მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, ვგმობ ძალადობას! არა ძალადობას!", წერს სოციალურ ქსელში სვანიძე

ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილი თქვა, რომ მისი ყოფილი ქმარი და რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა