თეგებით ძიება

"მოძალადე ფსიქოპატისგან არც ჩოგნის ქნევით მოპოვებული გამარჯვება ჩაითვლება რაიმენაირ ღირებულებად და არც სცენაზე დგომა "მსახიობ-აკადემიკოსად" - ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე, საქართველოში ქალებზე ძალადობის გახმაურებულ ფაქტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მოძალადე ფსიქოპატისგან, ვინც ფიზიკურად მასზე სუსტს ჩაგრავს, ძალადობს და აგრესიას ვერ აკონტროლებს, არც ჩოგნის ქნევით მოპოვებული გამარჯვება ჩაითვლება რაიმენაირ ღირებულებად და არც სცენაზე დგომა "მსახიობ-აკადემიკოსად" - მოძალადე მოძალადეა და სხვა ყველაფერი არააქტუალურია. ჩემი სოლიდარობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს! ვამაყობ ამ ადამიანის გაბედულებით. მისი კოლეგების უმრავლესობისგან დუმილი კი, იმედია, დროებითია... ამოიღეთ ხმა!", - წერს ლაშა ბუღაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი ცოლების მიმართ ძალადობაში ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მსახიობი ბესო ზანგური არიან დადანაშაულებულები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა