თეგებით ძიება

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა პოლიციელის ცხედარი იპოვეს - მკვლელობა თუ თვითმკველობა?

შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის ბურუსით მოცული გარდაცვალება -  ლევან სულაშვილის ცხედარი თბილისის ზღვაზე იპოვეს და ოჯახის ინფორმაციით, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. გარდაცვლილის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს - იყო ეს თვითმკვლელობა, თუ მკვლელობა?!

28 წლის სულაშვილი 6 ნოემბერს, საკუთარ მანქანაში, თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, თბილისის ზღვაზე იპოვეს. ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა.  მშობლები არ ენდობიან გამოძიების ოფიციალურ ვერსიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, სულაშვილს შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შვილის ცოლად მოყვანას აიძულებდა, უარის მიღების შემდეგ კი მოკლეს. 

"გამოძიებას ვითხოვთ. ტელეფონიც არ არის გახსნილი. იქ რანაირად ჩავიდა მანქანა, რანაირად გაიგეს, რომ ეს იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რათ დაუწყეს ძებნა? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებნო სანამ არ გამოვაცხადებთ? რატომ  ეძებდნენ..." ამბობს გარდაცვლილის დედა.

მამის თქმით, კი მის შვილს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონია.

მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

წყარო: „მთავარი არხი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა