სიმხდალეა და სისუსტის ნიშანია ქალზე ხელის აწევა – მასტერი
„დასაგმობია, სიმხდალეა და სისუსტის ნიშანია ქალზე ხელის აწევა, ძალადობა, ფსიქოლოგიური პრესი, შანტაჟი და შევიწროვება“! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი „მასტერი“ წერს.
„თუ ფიქრობ რომ ქალი იმ დონეზე არასწორად მოგექცა რომ უკიდურეს ზომებს გინდა მიმართო მის წინააღმდეგ – ადექი და გაუშვი”!
ეს არის ჩემი ზოგადი შეხედულება ამ თემაზე და პოსტი არ ეხება რომელიმე კონკრეტულ ამბავს, რადგან მე არ ვიცნობ არც ერთი საქმის დეტალებს და შესაბამისად ვერ ვიქნები კომპეტენტური“,- წერს მასტერი.