" ბრავო ნინუცა! მოძალადემ, ვინც არ უნდა იყოს ის, უნდა იცოდეს, რაც არის მისი ბოლო" - ირინა სარიშვილი
ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ქმრის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე.
"ეხლა ვნახე ნინუცა მაყაშვილის "ფარული კონვერტი".
ზუსტად ეგრეა, კი.
პატარა ხარ. ჯერ იბნევი. მერე გეცოდება. მერე გეშინია, თან გგონია რომ ალბათ ყველა ასეა, და ბოლოს ნახულობ საკუთარ თავში ძალას, ეს შიში გადალახო და გაიქცე. თუ ნახულობ რა თქმა უნდა.
დღეს სხვა დროა. უნდა ამოიღოს ყველამ ხმა თუ წარსულზე არა, ეხლა ვინც ამ დღეშია, მაშინ მაინც.
მოძალადემ, ვინც არ უნდა იყოს ის, უნდა იცოდეს, რაც არის მისი ბოლო.
ბრავო ნინუცა", - წერს სარიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა "ფარულ კონვერტში" განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური მასზე ძალადობდა. მისი თქმით, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.