როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანები ბევრჯერ ნაგავში იქექებიან, მაგრამ პარიზშიც არის ეგ - ელისო ბოლქვაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, საქართველოში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ადამიანები ნაგავშიც იქექებიან, თუმცა მსგავსი რამ საფრანგეთის დედაქალაქშიც ხდება.
"საქართველო არის სოციალურად მძიმე მდგომარეობაში და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთელი მსოფლიო ჩავარდა კატასტროფის წინაშე. ამიტომ ამით სპეკულირება, რომ ვაიმე, საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით, რატომ შემცირდა… ეს გამოკვლევის თემაა, არ ვიცი, რომელ გამოკვლევას ეყრდნობით, სხვა გამოკვლევები არის საჭირო. იცით ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის გაჭირვება? ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება. არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, რომელიც არის მსოფლიო პრობლემა საერთოდ. მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ", - აცხადებს ელისო ბოლქვაძე.