თეგებით ძიება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ტერიტორიული განვითარების პროგრამამ პირველი შედეგები წარადგინა

2020 წელს ევროკავშირმა და მისმა 27-მა წევრმა სახელმწიფომ პარტნიორი ქვეყნების განვითარებაზე გამოყოფილი ოფიციალური დახმარება მნიშვნელოვნად, 15%-ით გაზარდა. ამის შედეგად საერთო თანხამ დაახლოებით 66.8 მილიარდი ევრო შეადგინა.

ასეთია წინასწარი მონაცემები, რომლებიც ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის განვითარების მხარდაჭერის კომისიამ (OECD-DAC) გამოაქვეყნა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ამით ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს წამყვანი დონორის სტატუსს ფლობს. ამ ეტაპზე მის მიერ გაღებული დახმარება ევროკავშირის და განვითარების მხარდაჭერის კომისიის (DAC) სხვა დონორების გლობალური მხარდაჭერის 46%-ს შეადგენს.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პასუხად, ევროკავშირმა, მისმა წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპის საფინანსო ინსტიტუტებმა, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად გასულ წელს საკუთარი ფინანსური რესურსები გააერთიანეს. ამის შედეგად ევროპის გუნდმა პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად 2020 წელს 40 მილიარდზე მეტი ევროს მობილიზება შეძლო. მოცემული თანხის 65% უკვე მოხმარდა ისეთ დაუყოვნებელ ჰუმანიტარულ საჭიროებებს, როგორიც ჯანმრთელობის მხარდაჭერა, წყლით მომარაგება, სანიტარული და კვების სისტემების გამართვა და პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა