თეგებით ძიება

გამოსავალი აღარ აქვთ და საკუთარ პაიკს წირავენ - ირინა სარიშვილი

ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება:

"სრულიად არაადეკვატური შეფასებებია თეა წულუკიანის მიერ ზანგურის დაგმობა–ჩახსნასთან დაკავშირებით. რა ბრავო თეა, რა სამართალმა პური ჭამა?!

გამოსავალი აღარ აქვთ და საკუთარ პაიკს წირავენ. ამ ამბავში მთავარი ისაა რომ ყველა პაიკმა, კუმ, მხედარმა, ეტლმა და დედოფალმა კარგად გააცნობიეროს რომ მეფისგან განსხვავებით ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიწირონ და ბოლოს შეიძლება მეფეც დაშამათდეს" - წერს სარიშვილი.

შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილმა "ფარული კონვერტის" ეთერში ძალადობის ფაქტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 11 წლის წინ ყოფილი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა