“ახლა ხვდებით რატომ მეშინია ბათუმში მაღალსართულიანი, საეჭვოდ ნაშენი შენობების?” – თეა გოდოლაძე
სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სანაპირო ზოლიდან 61 კმ–ში მიწისძვრის შედეგად, აჭარაში ბიძგებს ეხმაურება და წერს:
“ახლა ხვდებით რატომ მეშინია ბათუმში მაღალსართულიანი, საეჭვოდ ნაშენი შენობების? თან სანაპირო ზოლზე. და ეს მხოლოდ 4.9 მაგნიტუდაა, გაცილებუთ ძლიერი რომ მოხდეს?!”
ცნობისთვის, თურქეთში, კერძოდ რიზეში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა. გეოლოგის ცნობით, მიწისძვრა სარფიდან 53 კილომეტრში დაფიქსირდა.
მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ბათუმში.