"ის ქმნის შენს პოლიტიკურ იდენტობას" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მიქელანჯელომ, ქვაში ანგელოზი დავინახე და იქამდე ვკვეთე, სანამ არ გავათავისუფლეო.
წინააღმდეგობის მნიშვნელობაზეა - წინააღმდეგობა კვეთს ადამიანის იდენტობას, რომელსაც შემდეგ სხვები ხედავენ.
პოლიტიკაშიც ასეა - რაღაც მიზანს ხედავ და ამ მიზნისკენ სიარულში რა წინააღმდეგობასაც წევ, ის ქმნის შენს პოლიტიკურ იდენტობას", - წერს ჩერგოლეიშვილი.