თეგებით ძიება

ადვოკატი „საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელზე - ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული არ ყოფილა

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი, ნიკოლოზ წურწუმია ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული არ ყოფილა, – ამის შესახებ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, წურწუმიას, სავარაუდოდ, იარაღის ნაწილში ბრალს არ წარუდგენენ,

მისი მტკიცებით, იარაღი, რომელიც თავდასხმის მომენტში წურწუმიას ჰქონდა, პნევმატურია და არა ცეცხლსასროლი.

რაც შეეხება თავდასხმის მოტივს, ადვოკატი ამბობს, რომ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ბანკში შესვლა წურწუმიამ პროტესტის უკიდურესი გამოხატვის მიზნით გადაწყვიტა და შესაბამისად, მძევლების აყვანის პერიოდში, არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია. ეს გარემოებები კი, ადვოკატის თქმით, ახალი გამოძიების საფუძველს იძლევა და თუ კი გამოძიება დაიწყება თავდასხმის მოტივზე, ის დეტალურად სამომავლოდ ისაუბრებს.

შსს-ს ცნობით, უწყების წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს.

„ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა