თეგებით ძიება

" გზააბნეული ელჩები, დელეგატები და მოქალაქეები მირეკავენ..." - საქართველოში არსებული პრობლემების მინიატურული მაგალითი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ვაჩე კუპატაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:

გზააბნეული ლჩები, დელეგატები და მოქალაქეები მირეკავენ

"საქართველოში არსებული პრობლემების მინიატურული მაგალითი:

- სქრინი: ინფრასტრუქტურის სამინისტროს google business. თუ დააკვირდებით ჩემი ნომერია მითითებული
- დღეში საშუალოდ 10-12 გზააბნეული ადამიანი მირეკავს, მათ შორის არიან ელჩები, დელეგატები და მოქალაქეები, რომლებსაც უბრალოდ რაღაც ჭირდებათ.

- უკვე ხუთი თვეა ვრეკავ ინფრასტრუქტურის სამინისტროში (იმედია ესეც ჩემსავით რენდომ ტიპი არ არის) და ვცდილობ წარმომადგენელს გავაგებინო, რომ ჩემი შეწუხება ცალკე იყოს და ქვეყნის პრესტიჟის ამბავია, ესპანეთის ელჩს ახალგაღვიძებული ვაჩე, გატეხილი ინგლისურით რომ არ უნდა პასუხობდეს "sorry dude, wrong number".

- ხუთი თვეა წარმომადგენელი მპირდება რომ ვინმეს გადავცემო.
- მე კი გამოვცვლი ნომერს, ანდაც წავალ ქვეყნიდან, მაგრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ანდაც საქართველოს, ეშველება რამე?", - წერს ვაჩე კუპატაძე სოციალურ ქსელში.

[flash=425,264]

საქართველოში არსებული პრობლემების მინიატურული მაგალითი: - სქრინი: ინფრასტრუქტურის სამინისტროს google business. თუ...Posted by Vache Kupatadze on სამშაბათი, 13 აპრილი, 2021

[/flash]


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა