"ახლა ისე ნუ გამოიყვანთ, თითქოს რობერტ სტურუა პირსახოცს უნიავებდა ზანგურს და დასარტყმელ სუსტ ადგილებს ურჩევდა!"
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია ოჯახში ძალადობის საკითხს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება:
"ახლა ისე ნუ გამოიყვანთ, თითქოს რაუნდებს შორის, რინგის კუთხესთან, რობერტ სტურუა პირსახოცს უნიავებდა ზანგურს და დასარტყმელ სუსტ ადგილებს ურჩევდა!! ... უნახეს რა თავისი ჭკუით მომენტი და სიძულვილი (რაც მთლიანად პოლიტიკური ხედვიდანაა და ეს ამბავი მხოლოდ ყურითაა მოთრეული) აკარგიებთ რეალობის შეგრძნებას! რობერტ სტურუა ის ტინის კლდეა, რომელიც თქვენისთანების მილიონ ტალღას გაუძლებს! რატომ აკეთებთ ისე, რომ ადამიანებში გაჩენილ ობიექტურ პროტესტს ძალადობის წინააღმდეგ, ასეთი უტვინო გამოსვლებით და მაესტროსადმი უადგილო შეტევით აქრობთ??! ასეთი ქცევის საპასუხოდ- ძალაუნებურად გადაგყავთ ადამიანები ძალადობის მხარდამჭერად, რაც არ გვინდა! ორმაგად აშავებთ!", - წერს გადელია.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ მეუღლეს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.
საზოგადოებაში მაყაშვილის განცხადებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ქალთა უფლებადამცველებმა დღეს აქცია გამართეს და ზანგურის თეატრიდან გათავისუფლება მოითხოვეს.