"ქრისტიანი დედები" პორნოსაიტების დაბლოკვას ითხოვენ
ფეისბუქგვერდი "ქრისტიანი დედები" ქართველი მომხმარებლებისთვის უცხოური პორნოსაიტების დაბლოკვას ითხოვს.
"ქრისტიანო დედებო
მიუხედევად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კანომდებლობის მიხედვით საქართველოში პორნო ვიდეოების ლეგალური წარმოება და ატვირთვა აკრძალულია, მაინც არის შესაძლებელი რომ ქართველმა კაცმა და ქალმა უყუროს პორნო ვიდეოებს უცხოური ვებსაიტებიდან. ამ საიტებზე ხშირია ინცესტის, ძალადობისა და ქრისტიანობის გმობის სცენები რომელიც საქართველოს მოსახლეობას გარყვნილებისკენ მიდრეკილს ხდის.
საქართველოს მთავრობა
საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს პარლამენტი
მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად და გამოვხატოთ პროტესტი ამ თემის მიმართ. აუცილებელია დროულად მოვახდინოთ ამ საიტების დაბლოკვა ქართულ ინტერნეტში რათა გადავარჩინოთ ქართველი ერი მსგავსი უბედურებისგან", - ნათქვამია ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.