"გიხდით ბოდიშს, თუ ჩემი ჩამოსვლით პრობლემები შეგიქმენით" - მალხაზ მაჩალიკაშვილი ვარლამ გოლეთიანს პასუხობს
მალხაზ მაჩალიკაშვილი რიონის მცველებს პასუხობს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მას შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა, აქვე ბოდიშსაც იხდის.
"დიახ, ეს იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის შეურაცხმყოფელი, რაც მოხდა იმ აქციაზე ქუთაისის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ ინციდენტის 100ობით ადამიანი აკვირდებოდა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია იმ მომენტში. ეხლა რაც შეეხება ვარლამ გოლეთიანის განცხადებას, მე პირადად იძულებული ვხდები, რომ ვუპასუხო. ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ყველა იმ ახალგაზრდის ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის და თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, აქ ამ აღნიშნულ განცხადებაში წერია, რომ მაჩალიკაშვილი გააძევეს. ესეც ჩემთვის შეურაცხმყოფელია. მაჩალიკაშვილი არავის მისცემს უფლებას, ვინმეს რომ საიდანმე გააძევონ. მე მგონი, მაგისი ძალა შემწევს. მაჩალიკაშვილი გაერიდა იქაურობას თვითონ რომ მიხვდა, რაშიც იყო საქმე, რომ მიხვდა პროვოკაციას უმზადებდნენ, რომ მიხვდა მაჩალიკაშვილი მათვის არასასურველი სტუმარი იყო. მე ჩემი საიდანმე გაძევების უფლებას არავის მივცემ. და ბოლოს, ეს ჩემთვის პირველი შეურაცხყოფა არ არის და არც ახალი ამბავი ამ 4-წლიან ჯოჯოხეთურ გზაზე. მე აქეთ გიხდით ბოდიშს, თუ ჩემი ჩამოსვლით პრობლემები შეგიქმენით და თხოვნა მექნება, ამ თემაზე არავინ ისაუბროს მეტი და ასევე თხოვნა მექნება, ამ პოსტზე შეურაცხმყოფელი კომენტარები არ გაკეთდეს. დრო იტყვის თავისი სათქმელს. გამარჯვება, მშვიდობა გქონოდეთ პატივისცემით ვახა მაჩალიკაშვილი",- წერს მაჩალიკაშილი სოციალურ ქსელში.