თეგებით ძიება

ჩვენი პოლიტიკა სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენაა მიმართული - ნათია თურნავა

ჩვენი პოლიტიკა სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენაა მიმართული, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აშშ-ის ინვესტორების მიერ ქართული სტრატეპებისთვის ნახევარმილიონიანი ფონდის გამოყოფის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც განავითარეს არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი.

"მათ ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, სილიკონ ველიზე. ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 4 ამერიკელ ინვესტორს შორის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მემორანდუმზე ხელი აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გამართულ ონლაინ ფორმატში მოეწერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა