თეგებით ძიება

"შენი ამ გამბედაობით იმედი მიეცი ადამიანებს, რომ გადარჩნენ" - თათული ედიშერაშვილი ნინუცა მაყაშვილს

მსახიობი თათული ედიშერაშვილი კოლეგას, ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს:

"ნინუცა მაყაშვილი, შენი ამ გამბედაობით იმედი მიეცი იმ ადამიანებს, რომ გადარჩნენ. ამოიღებენ ხმას ძალადობის წინააღმდეგ, რადგან ექნებათ იმედი, რომ ზურგს არ შეაქცევს ხალხი. ვგმობ ძალადობას. მაგარი გოგო ხარ!", - წერს ფეისბუქზე თათული ედიშერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ მეუღლეს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა