თეგებით ძიება

"მე უკვე გადაადგილებისთვის ბებერი ვარ, ნოლიდან დაწყება არ შემიძლია" - კონტრიძე

თეონა კონტრიძე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ უფსკრულზე გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს. მისი თქმით, ორივე ქვეყანა სიგიჟემდე უყვარს, თუმცა საზღვრების ჩაკეტვის შემთხვევაში ის დარჩება იქ, სადაც მისი ოჯახის წევრების უმეტესობა გადაწყვეტს.

„მინებია ყველგან, რუსეთშიც მინებს გავურბივარ და ვხტები და სად ავფეთქდები არ ვიცი და საქართველოშიც. ამ ორმა ქვეყანამ ყველაფერი მომცა და ჩემი პერსონა ჩამოაყალიბა.

ეს ორი ქვეყანა ახლა აბსოლუტურად სხვადასხვა გეზს ირჩევს და მათი იდეოლოგია ერთმანეთს უპირისპირდება. არანორმალურად მიყვარს თბილისი და არანორმალურად მიყვარს მოსკოვი, მინდა რომ ქართველების მიმართ გულწრფელი ვიყო. რუსეთში ვიცავ საქართველოს და საქართველოში – რუსეთს.

საზღვრები რომ ჩაიკეტოს, დავრჩები იქ, სადაც გადაწყვიტავს ჩემი ოჯახის უმეტესობა. ჩემი შვილი ამბობს, რომ თბილისი ეს არის ჩემი ძალის ადგილი. მე ვარ ოკეანის თევზი, ოკეანის თევზს ყოველთვის უჭირს აკვარიუმში გადმოვლა. მე არ მაშინებს უფულობა, უპროფესიობა. თუ აკვარიუმი ოქროსია, და ოკეანე ბინძური, არც მაგ შემთხვევაში. აკვარიუმი აკვარიუმია. ოკეანე ძალიან დიდია, სისუფთავეს მაინც იპოვი. მე უკვე გადაადგილებისთვის ბებერი ვარ, ნოლიდან დაწყება არ შემიძლია“, – განაცხადა კონტრიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა