"8 წელია ყოფილი მეუღლე არ მინახავს, მან მარადიული სიყვარულის წრმენა დამაკარგინა... ის ქალი როგორია? ახალგაზრდა და ლამაზი" - მარინა ბერიძე ყოფილ მეუღლეზე
მუსიკოსი მარინა ბერიძე გადაცემა "სთორიში" მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს იხსენებს, როდესაც 42 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოჯახი დაენგრა - მისივე თქმით, ყოფილმა მეუღლემ მარადიული სიყვარულის რწმენა დააკარგინა.
"გაბრაზება გადის გულისწყვეტა არა. ძალიან დამწყვიტა გული - 42 წლიანი თანაცხოვრება გაწყვიტა. მე მაქვს თვისება, აუცილებლად ჩემს თავში უნდა ვიპოვო შეცდომა, რომ წყნარად ვიცხოვრო. მე ეს შეცდომა ჩემს თავში ვიპოვე - ძალიან ბევრი დრო დავუთმე ჩემს საქმეს. ის, რომ მარინა ბერიძე ვიყავი, ესეც ღლიდა მას. არ არსებობს კაცი, რომელიც ამას წყნარად აიტანს. დიდხანს ისეთი ურთიერთობა გვქონდა, მე ვიძახდი, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც სერიოზულად არ აღმიქვამს-თქო" , - ამბობს მუსკოის "სთორიში".
ხნობისთვის, მარინას მეუღლე მუსიკათმცოდნე ზურაბ ლალიაშვილი იყო.