"ნუ მიეტენები იქ, სადაც შენი ადგილი არ არის" - ქეთი დოლიძე რობერტ დე ნიროს
რეჟისორმა ქეთი დოლიძემ რამდენიმე თვის წინ გია გაჩეჩილაძის გადაცემაში “კიდობანი” “მი თუ” აქციაზე საუბრისას რობერტ დე ნიროზეც ილაპარაკა და ბოლო დროის “წარუმატებელი” როლების გამო გააკრიტიკა.
“ათი წელია წესიერი როლი აღარ უთამაშია, უბრალოდ არ უთამაშია. იმანჭება, იგრიხება. დარჩება მუდმივად უდიდეს არისტად მარტინ სკორსეზეს ფილმებიდან, ტაქსისტი, ერთელ ამერიკაში… უდიდესი არტისტია, მაგრამ ნუ მიეტენები იქ, სადაც შენი ადგილი არ არის”, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.