ეს არის უდიდესი დარტყმა სააკაშვილისთვის... რურუასაც ჩატოვებს ციხეში და არც მელიას მისცემს ციხიდან გამოსვლის საშუალებას - ირაკლი ლატარია
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს, წესით ოპოზიცია გამარჯვებას უნდა ზეიმობდეს, მაგრამ რეალურად მათი ერთობის რღვევა იწყება - იმ ერთობის, რომელიც არასოდეს არ ჰქონიათ. ამას უნდა მივაწეროთ ნაცების გაქცეული ბელადის სასწრაფოდ გამოჩენა ქართულ მედიაში, რომელსაც სათქმელი აღარაფერი ჰქონდა და საარჩევნო კომისია დაიხვია ხელზე, რა შეთანხმებაზეა საუბარი, როცა ხმებს ისევ ეს კომისია დაითვლისო. ანუ რა გამოდის, ამ კომისიის დათვლილი ხმების შემდეგ მისცა არჩევნებს ლეგიტიმაცია ენდიაიმ, ეუთომ და ოდირმა და მიშა არ ენდობა?
სინამდვილეში მარტივი რამე ხდება - სააკაშვილს ბოლომდე არ ეგონა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპელებთან ერთად შეაჯერებდა პოზიციებს, მას ეგონა რომ კრიზისი გაიწელებოდა, მელია ამიტომ ჩასვა ციხეში, რომ ეს კრიზისი გაემძაფრებინა და უცბად მმართველმა პარტიამ მას დიდი სიურპრიზი დაახვედრა - მიშელის პირობებს დათანხმდა.
ეს არის უდიდესი დარტყმა სააკაშვილისთვის და რადიკალებისთვის, ხოლო მართლაც წარმოუდგენლად სწორი გადაწყვეტილება "ოცნების" მხრიდან, რომლის მსგავსი ბოლო წლებში ცოტა თუ მახსენდება.
რურუასაც ჩატოვებს ციხეში და არც მელიას მისცემს ციხიდან გამოსვლის საშუალებას, სანამ იოტისოდენა შანსი მაინც ექნება მორიგი რადიკალიზაციის და კრიზისის დატოვების, მაგრამ მისდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ მიშა "ოცნებას" ისეთ თამაშში ჩაყვა და ისეთ ფინტს წამოეგო, რომ აქედან გამარჯვებული კი არა, ძალიან გალახული გამოვა", - წერს ლატარაია სოციელურ ქსელში.