მარინა კალიურანდი: მე დამარწმუნა „ქართული ოცნებამ“, რომ მმართველი პარტია შეასრულებს დოკუმენტით გათვალისწინებულ პუნქტებს
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მე დამარწმუნა „ქართული ოცნებამ“, რომ მმართველი პარტია შეასრულებს დოკუმენტით გათვალისწინებულ პუნქტებს. ეს აუცილებელია და მმართველი პარტია ამ პასუხიმგებლობას იღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა დღეს. რაც შეეხება ოპოზიციას, მე შემოდგომის შემდეგ ვამბობ, რომ ყველა პოლიტიკოსმა, ვისაც ხალხმა მისცა მანდატი აუცილებელია შევიდეს პარლამენტში და იმუშაოს საქართველოსთვის, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპარლამენტმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.
მან ოპოზიციას პარლამენტი შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულება უმთავრესია და ამით პოლიტიკოსები პატივს სცემენ ამომრჩევლის ნებას და სურვილს. ისინი უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს. საქართველოს სჭირდება პარლამენტი ოპოზიციასთან ერთად. მე ყველას მოვუწოდებ მოაწერონ ხელი დროულად შარლ მიშელის დოკუმენტს და შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარები უნდა იყვნენ მომავალ კვირას სამშაბათს აუცილებლად პარლამენტში, როდესაც პლენარული სხდომა შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი იგნორირება მოხდება, ისინი აღმოჩნდებიან კუთხეში და მათ არ ექნებათ საშუალება ისაუბრონ და იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში, მათ უნდა გაითვალისწინონ რაც ხალხს სურს და ამომრჩევლისთვის იმუშაონ“, - განაცხადა კალიურანდმა.