გიორგი ვაშაძე: სამშაბათს ჩვენ მიერ პარლამენტში ამნისტიის კანონის ინიცირება მოხდება
"სამშაბათს ჩვენ მიერ პარლამენტში ამნისტიის კანონის ინიცირება მოხდება და იმედი მაქვს, „ქართული ოცნების“ ხელმოწერები ექნება ამ კანონს, რის შემდეგაც ხდება რურუას გათავისუფლება და რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ამნისტიის კანონის მიღება, მელიას გათავისუფლება და „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლა", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.~
კითხვაზე, მიიღებს თუ არა ის საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა, ვაშაძე პასუხობს „ვფიქრობ,საკომიტეტო მოსმენებს ჩვენს გარეშე ფიზიკურად ვერ წარიმართება, რადგან ტექსტის საბოლოო რედაქციები ყოველთვის საკომიტეტო მოსმენებზე ყალიბდება“.