თეგებით ძიება

იაგო ხვიჩია: მე-10 მოწვევის პარლამენტს აქვს შანსი იყოს ყველაზე კარგი პარლამენტი, რაც კი გვქონია

"მე-10 მოწვევის პარლამენტს აქვს შანსი, იყოს ყველაზე კარგი პარლამენტი, რაც კი გვქონია, იმდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი", - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამშაბათს შემოდის კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომლითაც ამ შეთანხმების აღსრულება იწყება.

„მე-10 მოწვევის პარლამენტს აქვს შანსი იყოს ყველაზე კარგი პარლამენტი, რაც კი გვქონია, იმდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველა პარლამენტში იყო შესაძლებელი. სამშაბათს შემოდის კანონპროექტი, რომლითაც ამ შეთანხმების აღსრულება იწყება, ეს კანონპროექტი არის ამნისტიის შესახებ და ა.შ. ჩემი აზრით, ოპოზიცია შედის და იწყებს ამ კანონპროექტზე მუშაობას საკომიტეტოდაც და ისედაც“, - განაცხადა ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა