თეგებით ძიება

გიორგი ბარამიძე: გამორიცხულია რამე „საპარლამენტო“ საქმიანობაზე საუბარი, ვიდრე ნიკა მელია გარეთ არ გამოვა

გამორიცხულია რამე „საპარლამენტო“ საქმიანობაზე საუბარი, ვიდრე ნიკა მელია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გარეთ არ გამოვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გამოშვების თემაზე ვაჭრობა.

„გამორიცხულია რამე საპარლამენტო საქმიანობაზე საუბარი, ვიდრე ნიკა მელია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გარეთ არ გამოვა. რომ გამოვა, ჩვენ დავსხდებით და ვიმსჯელებთ, რამდენად საკმარისია ის კომპრომისული ნაბიჯი, რომელიც აშკარაა, რომ გადაიდგა ხელისუფლების მიერ. რატომღაც 43% განისაზღვრა ადგილობრივი არჩევნებზე, მაგრამ ეს უკვე არის ამ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, საარჩევნო ადმინისტრაცია და კანონმდებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გამოშვების თემაზე ვაჭრობა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა