თეგებით ძიება

გიორგი ვოლსკი: ერთადერთი, ვისაც შეიძლება დესტრუქციული გზით სიარული აწყობდეს, არის რუსეთის ფედერაცია

"„ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ამ საერთო შეთანხმების გარკვეული პუნქტების გაუთვალისწინებლობა ნიშნავს იმას, რაც არაორაზროვნად ითქვა - ერთადერთი, ვისაც შეიძლება ეს დესტაბილიზაცია, დესტრუქციული გზით სიარული აწყობდეს, არის რუსეთის ფედერაცია, რომელსაც თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს რეგიონში", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ რჩებიან.

„მე მაინც მგონია, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემოვიდნენ პარლამენტში, რომლებმაც გადადგეს ეს ნაბიჯი, გარკვეულწილად კვლავ არიან მოქცეულები „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ ხისტი გავლენის ქვეშ და ერიდებიან განცხადებას თავის პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა საზოგადოების ინტერესებზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა