ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში მორიგი ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა. მისი განცხადებით „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს. კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა აქებს დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.
„დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში.
შევხვდი:
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს
- ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის
- ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს
- ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს
- ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის
- ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს
- ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს
- ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს
- ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს
- ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს
- ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს
- ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს
ევროკავავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.
„ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“, - წერს კობახიძე.