გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ახლა მთავარია დოკუმენტის შესრულება
"თავისუფლად შეგვიძლია შემდგარ მედიაციას ვუწოდოთ უპრეცენდენტო. აშშ და ევროკავშირი ერთობლივი ძალებით ცდილობდა საქართველოში კრიზისის მოგვარებას. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოზე დარდობს, ზრუნავს და მთელ რესურსს დებს ქვეყნის მომავალ განვითარებაში", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის უძლიერესი გზავნილი.
„მედიაცია არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სახელით, არამედ მისი პირადი მონაწილეობით, 2 ვიზიტით და დოკუმენტის შეთავაზებით - არ მახსენდება მსოფლიოში ქვეყნის შიდა ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რომელის მოგვარების მიმართაც ამხელა ინტერესი ყოფილიყოს. მე უბედნიერესი ვარ, რომ შეთანხმება შედგა და ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი. მე ვისურვებ უკვლებლივ ყველა პარტიის ხელმოწერას, რადგან ეს ჩვენ გვაჩვენებს, რომ ქვეყანა ერთიანია. ახლა მთავარია დოკუმენტის შესრულება. უდიდესი ნდობაა საქართველოს მიმართ გამოცხადებული და ამიერიდან მეგობრების იმეგაცრუებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.დარწმუნებული ვარ ეს არასდროს მოხდება. მიშელის თბილისში ჩამოსვლაც ამას ემსახურებოდა, რომ ევროკავშირს სურს შეთანხმების იმპლემენტაცია და ეს არის საქართველოს მომავლის გზა“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.