თეგებით ძიება

ალუდა ღუდუშაური: ნიკა მელიას მიერ გირაოზე უარის თქმა, დასავლელი პარტნიორებისთვის სილის გაწნაა

"ნიკა მელიას მიერ გირაოზე უარის თქმა, არის უარი და სილის გაწნა არა საქართველოსთვის და მმართველი ძალისთვის, არამედ უკვე დასავლელი პარტნიორების მიმართაც", - ამის შესახებ „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ამის შემდეგ ახალი მოცემულობა გახდა ის, რომ იგი უკვე ამნისტიაზეც აცხადებს უარს. ეს ერთ რამეზე მიგვანიშნებს, როგორც ჩანს, ბატონ მელიას მართლაც აწუხებს იმ მძიმე დანაშაულიდან გამოწვეული ცოდვა, რომელიც მის კისერზეა. მას უნდა, რომ ეს სინდისის ქენჯნა მოიცილოს და ეს სასჯელი მოიხადოს, სხვაგვარი ახსნა მიჭირს. ჩემში სიბრალულს იწვევს ბატონ მელიას დღევანდელი მდგომარეობა, ის დღეს ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, რადგან ის მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარია“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა